wishlist0

ეს სამზარეულოა პრაქტიკული, მყუდრო, მრავალფუნქციური!

სამზარეულო ადგილია, სადაც უგემრიელესი კერძები მზადდება და ყველა გურმანისთვის საყვარელ ადგილს წარმოადგენს. იგი მნიშნველოვანია საყვარელი ადამიანებისთვის მადისაღმძვრელი ულუფით გამასპინძლებისთვის. თუმცა იმისთვის, რომ თავისუფალი სივრცე ეფექტიანად ავითვისოთ, საჭიროა  სწორი დაგეგმვა.

სამზარეულოში დაცული უნდა იყოს, ქურის, ნიჟარისა და მაცივრის ერთ სივრცეში გაერთიანების პრინციპი. ეს დაგაზოგინებთ დროს და საქმის შესრულებას გახდის მეტად პრაქტიკულსა და ნაყოფიერს.

სამზარეულოს სათავსოები, კარადები და უჯრები უნდა დაგეგმარდეს მყიდველის ბიუჯეტიდან გამომდინარე შესაბამისი ხარისხის საავეჯე მასალით, რათა შენარჩუნებულ იქნას მაქსიმალური მდგრადობა და ეფექტიანობა. ყველაფერი იწყობა შესაბამისი სტილის მიხედვით, კლასიკური თუ თანამედროვე, არსებობს განსხვავებული მიდგომები, მაგ: ამ უკანასკნელს განიერი, ზემოთ ასაწევი ფასადი უხდება, ხოლო კლასიკურს ტრადიციული მომცრო სიგანის კარები.

სასადილო მაგიდის რეკომედირებული ზომაა 4 კაციანი, ხოლო თუ სამზარეულო სხვა ოთახებთან გაერთიანებულია შესაძლებელია, გამოყენებულ იყოს სხვა მიდგომებიც.

თუ ბარის ტიპის სამზარეულოს დაგეგმარებას ვაკეთებთ, აუცილებელია ზუსტად განისაზღვროს ზომა, რომლის განთავსების შედეგადაც, უნდა ავითვისოთ ოთახში არსებული სივრცე, ისე, რომ არ უნდა წარმოიქმნას რამე სახის პრობლემა, ეს კი ძალზედ შესამჩნევია უკვე მზა პროდუქტის ყიდვის დროს. ხოლო ეს პრობლემა თავიდან არიდებულია მაშინ, როდესაც დაკვეთიდან გამომდინარე ხდება ავეჯის დეტალების დამზადება, ბინის ან სახლის მოწყობის გეგმის მიხედვით.

ყოველთვის, ყველაზე მთავარია, ოთახის სწორად მოწყობა, საქმეს გაგიმარტივებთ ინტერიერის დიზაინის პროგრამა, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ხელშესახები გახადოთ ყველაფერი ჯერ ვირტუალურად: პროგრამაში აეწყოს თუ რისი განთავსება გსურთ ოთახში და შემდეგ ზუსტად იმავე შედეგზე გახვიდეთ, როდესაც ავეჯს დაამზადებენ, ჩვენი პარტნიორი კომპანიები.

დაჯავშნე შეხვედრა შესაბამისი დარგის  კომპანიასთან, დაკავშირება 592 78 12 12

სამზარეულოს უმნიშნველოვანესი მაკომპლექტებელი ელემენტია განათებაც, სწორედ ის წარმოადგენს ეფექტურ გზას, რათა მოვახერხოთ სხვადასხვა საჭიროების განსაზღვრა ეს იქნება სტუმრის მიღება, დასვენება, განტვირთვა თუ სხვა. საჭმლის მომზადებისას სამუშაო სამეულში მოთავსებული ნათურების ანთებაა ეფექტური, სხვა შემთხვევაში ცენტრალური

განათება ე.წ ჭაღი და დასვენებისას შეგიძლია მანათობელი სხვადასხვა ფერისა თუ დიზაინის მქონე ნათურის გამოყენება, რომელიც შექმნის სიმყუდროვესა და უზრუნველყოფს თქვენ კომფორტს.

სამზარეულოს ფერთა გამა საკმაოდ დიდია და ამბობენ, რომ ცივ ტონებს შეუძლია ადამიანის ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს, ხოლო თბილ ფერებს, პირიქით პოზიტიური გარემო და მეტი დადებითი ემოცია შექმნას.

სამზარეულოს შეძენის დროს, ხშირად ადამიანები გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ, როდესაც მინიფიქსებზე კი არა ე.წ შურუფებზე აწყობილ მაკომპლექტებელ საშუალებებს ირჩევენ.

ეს კი ნიშნავს, იმას, რომ დროში ცვეთა მეტად აზიანებს კარადებსა და უჯრებს, არყევს მათ მდგრადობას და შლის მყარ ფასადებს. ხოლო მინიფიქსებზე აწყობილი სამზარეულო გამოირჩევა თავისი ელეგანტურობით, ხარისხით და განსხვავებით ე.წ შურუფებზე აწყობილი დეტალებისგან, შესაძლებელია მისი დაშლა და გადატანა ნებისმიერ ადგილას, ასევე ხელახლა აწყობა პირვანდელი სახით, რაც უდავოდ შესამჩნევი და ძალზედ დასაფასებელი თვისებაა.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნებისმიერი სამზარეულოს ფასადისთვის წიბოს მიკვრა უნდა ხორციელდებოდეს ყველა მხარეს და შესრულებული უნდა იყოს მაღალი ხარისხის პოლიურეთანის წყალგამძლე წებოთი. შესაბამისად, როდესაც მომხმარებელი იქცევა, ისე რომ ითვალისწინებს საავეჯე დეტალებში დაწიბოვნების ეფექტურ მიდგომას. უნდა ითქვას, რომ იგი თავს იცავს გაუფრთხილებლობით გამოწვეული რისკებისგან, რადგან დაუწიბოვნებელი ადგილი 5-6 წლის განმავლობაში გამოყოფს მავნე ნივთიერებებს დსპ-სა და მდფ-დან და ის დიდი რაოდენობით შეიცავს კარცეროგენს, ამიტომაა, რომ ევროპელი პარტნიორები სწორედ საავეჯე დეტალების ყველა მხრიდან დაწიბოვნების რეკომენდაციებზე საუბრობენ, რათა დროულად გატარებულმა პრევენციულმა ზომებმა, არ გამოიწვიოს ადამიანებში არასასურველი დაავადებების გაჩენა.

გისურვებთ ჯანსაღ, მყუდრო და ეფექტურ გარემოში ცხოვრებას.

495
სამზარეულო
to-top